სუს-ი – ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ ანტიკორუფციული სააგენტოს ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის

14:56, 23.05.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი