სუს - გუგუტიანთკართან რუსი სამხედროების მიერ სამუშაოების განახლების საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე მწვავედ დაისმება
სუს - გუგუტიანთკართან რუსი სამხედროების მიერ სამუშაოების განახლების საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე მწვავედ დაისმება

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკართან რუსი სამხედროების მიერ სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით, დღეს დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დასმული.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სამუშაოები დღეს დილიდან ისევ განაახლეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის კვლავ გამოჩნდენ რუსი სამხედროები და ადგილზე რკინის ბოძებს ამონტაჟებენ.