სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ფორმები ექნებათ
სუს-ის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ფორმები ექნებათ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ფორმები ექნებათ.

ცვლილებები შევიდა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში.

ვახტანგ გომელაურის ხელმოწერილი დოკუმენტში ანტიკორიფციული სააგენტოს მოსამსახურის ტანსაცმელი ასეა აღწერილი “მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი; მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია სამსახურის გერბი, გერბის ქვეშ – აბრევიატურა „სუს“, ჟილეტის უკანა მხარეს შუა ნაწილში წარწერა „სუს ანტიკორუფციული სააგენტო“; მუქი ლურჯი ფერის კეპი; შუა ნაწილში გამოსახულია სამსახურის გერბი, გერბის ქვეშ – აბრევიატურა „სუს“.- აღნიშნულია გომელაურის ბრძანებაში.