სურსათის სააგენტო - თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს
სურსათის სააგენტო - თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს

თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს. მონიტორინგის შედეგები კი, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყების ინფორმირება.

სააგენტო განმარტავს, რომ 2018-2019 წლებში, სასმელი წყლის  მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა დედაქალაქში აიღეს  სასმელი წყლის 63 სინჯი, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა.

„კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში და ნათქვამია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

დატოვე კომენტარი