სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებები მომზადდა
სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებები მომზადდა

სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებები მომზადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმძღვანელო მითითებების ნახვა სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზეა შესაძლებელი.

„აღსანიშნავია, რომ ბიზნესოპერატორების ინფორმირების მიზნით, სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ.

2019 წლის პირველი მარტიდან მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი ტექნიკური რეგლამენტით რეგულირდება. საყურადღებოა, რომ ეს მოთხოვნები ეხება როგორც ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას, ასევე შეფუთვის ფორმას, შესაფუთ მასალას, სურსათის წარდგენას, როგორ და სად არის სურსათი განლაგებული და სურსათის რეკლამას. ეტიკეტისგან განსხვავებით, სურსათის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო ცნებაა და იგი მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს როგორც ეტიკეტის, ისე ინტერნეტის, მორბენალი სტრიქონის, საინფორმაციო ბანერის, ბუკლეტის, ლიფლეტის, ვერბალური კომუნიკაციის ან სხვა საშუალებით.

რეგლამენტის მიზანია, მომხმარებელს სურსათის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, რაც მათ სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს.

სახელმძღვანელო მითითებები წარმოადგენს პრაქტიკული რჩევებისა და რეკომენდაციების ერთობლიობას, რაც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ბიზნესოპერატორებს და გაუადვილებთ მათ აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.