სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში – შპს „კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ვადაგასული სურსათი, ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.