სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

17:22, 28.10.2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონში. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეამოწმეს შპს „არქეი რესთორანთ 02“ (ს/კ 432554684; მის: თბილისი, ვაჟა- ფშაველას 6). რესტორანში განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი.

ინდივიდუალური მეწარმე მ. შ. (მის. ბაღდათი, სოფ. დიდველა 1- ლი ქ. #150) ყველს აწარმოებდა არალეგალურად, რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე; იმერეთის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა დააფიქსირეს ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა და საწარმოო პროცესი.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი