სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ საქობოში ნახევარფაბრიკატების წარმოება დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ საქობოში ნახევარფაბრიკატების წარმოება დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, კრიტიკული შეუსაბამობებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში არსებული ნახევარფაბრიკატების წარმოება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წარმოებას საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ აღუდგება.