სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღები და სკოლები შეამოწმა,  გამოვლინდა 24 დარღვევა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღები და სკოლები შეამოწმა,  გამოვლინდა 24 დარღვევა

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების საკვები ბლოკების შემოწმების შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 24 დარღვევა გამოავლინა.

უწყების ცნობით, 2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი.

მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არც ერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

„სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები. შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას. სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს განაგრძობს. შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მოწმდება როგორც საჯარო, ასევე კერძო ობიექტები“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.