სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, საპატრულო პოლიციის ჩართულობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ფიზიკური პირის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს, სადაც ხდებოდა ცხენების დაკვლა.

ფიზიკურ პირს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქმე, შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.