სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმის, ე.გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს.
ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღმოჩნდა ვადაგასული პრეპარატები, ამავდროულად, დარღვეული იყო ეტიკეტირების წესიც.
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის ინტერსების დაცვის მიზნით, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს აქტიურად ამოწმებს და ასევე მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დატოვონ შეტყობინება ცხელ ხაზზე – 15 01.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.