სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, დასახლებული პუნქტები საღამოს საათებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება, ხოლო წყალსატევები და დაჭაობებული ადგილები (მწერების კვერცხდების ადგილები) ბიოლოგიური პრეპარატით, რომელიც უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, თევზებისთვის.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში – სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების – კოღოების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო.

დასახლებული პუნქტები საღამოს საათებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება, ხოლო წყალსატევები და დაჭაობებული ადგილები (მწერების კვერცხდების ადგილები) ბიოლოგიური პრეპარატით, რომელიც უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, თევზებისთვის და გარემოსათვის. სულ 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული