სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში კვების ობიექტ „სამიკიტნოს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში კვების ობიექტ „სამიკიტნოს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურის რაიონის სოფელ კალაურში მდებარე კვების ობიექტი „სამიკიტნო“ გეგმურად შეამოწმეს.

უწყების ცნობით, ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა – გამწოვი სისტემის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, მიმდებარე ტერიტორიაზე ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე  ცხოველის დაკვლა. 

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.  

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის კუთხით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.