სურსათის ეროვნული სააგენტო – ზუგდიდიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 შესაბამისი პროცედურების შემდეგ გარემოში დააბრუნეს, 29 კი ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს

17:36, 01.04.2026

ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28, ჰიპერპოპულაციის პროგრამის მართვის ცენტრის ეკიპაჟებმა, შესაბამისი პროცედურების შემდეგ გარემოში დააბრუნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.

მსგავსი