სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

11:49, 10.09.2026

სასწავლო პროცესის დაწყებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებისა და სამზარეულოების მდგომარეობას ამოწმებს.

როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება – სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.

ზოგადი ჰიგიენა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ინვენტარი და აღჭურვილობა, სათანადო ტემპერატურული რეჟიმი, უვნებელი სასმელი წყალი, პერსონალის მზადყოფნა ის აუცილებელი პირობებია, რომლებიც საბავშვო ბაღების კვების ბლოკებმა უნდა დააკმაყოფილოს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი