სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს

აგრარული ბაზრების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

„ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, როგორც ინსპექტირება ისე დოკუმენტური შემოწმება. სხვადასხვა დარღვევისთვის 37-მდე ობიექტი დაჯარიმდა, აქედან შვიდ შემთხვევაში აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი, რისთვისაც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სააგენტოს მითითების შესრულების შედეგად, ყველა ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.