სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

სურამში ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ლ.ლ-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

მკვლელობა სურამში გუშინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, ქალს რამდენიმე ჭრილობა ბასრი საგნით მიაყენეს.

დატოვე კომენტარი