შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სურამის მე-4 საჯარო სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა აბაზაძე აცხადებს, რომ ხანძარი შენობაში დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა, გამომწვევი მიზეზები კი ამ დრომდე უცნობია.
„დარაჯმა შენიშნა კვამლი. მყისიერად დავრეკეთ 112-ში. სახანძრო სწრაფად მოვიდა. ძალიან დიდი ცეცხლი იყო, სკოლის შენობის სახურავი მთლიანად დამწვარია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. არ ვიცით, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა. სკოლა სარემონტოა, მაგრამ ცენტრალური გათბობა გვაქვს. სკოლიდან მოვახერხეთ დოკუმენტაციის გამოტანა. სკოლაში 325 მოსწავლე სწავლობს და ხვალიდან ისინი გააგრძელებენ სწავლას სურამის მე-2 საჯარო სკოლაში“, – განაცხადა მანანა აბაზაძემ.