სუპერმარკეტში თევზებით სავსე აკვარიუმი დაზიანდა – ვიდეო სოციალური ქსელიდან

20:26, 02.02.2018

თბილისში, სუპერმარკეტების ქსელ „კარფურის“ ერთ-ერთ მაღაზიაში თევზებით სავსე აკვარიუმი დაზიანდა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

„კარფურის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევა ვაკის ფილიალში მოხდა. მათი ინფორმაციით, არავინ დაზარალებულა და კომპანია ტექნიკური ხარვეზისთვის ბოდიშს იხდის.

 

 

მსგავსი