სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 3 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება
სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 3 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება

სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 3 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდებისგან შერჩეული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.

სასტარტო ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ, ხოლო დანარჩენ 7-7 მოთამაშეს, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მწვრთნელები დაასახელებენ.

გამოკითხვა 22 იანვარს დაიწყო და 2 თებერვლის 12:00 საათამდე გაგრძელდება.

სუპერლიგის 2018 წლის „ოლ სტარი“ ტრადიციულად სხვადასხვა კონკურსებს მოიცავს. სუპერლიგის 2 წრის შედეგებით საუკეთესო 6 სნაიპერი ერთმანეთს 3-ქულიანების კონკურსში დაუპირისპირდება. ასევე, გაიმართება ჩატენვების კონკურსი, რომლის მონაწილეებიც ძირითადად სუპერლიგის ლეგიონერები არიან. მატჩის ბოლოს აგრეთვე დასახელდება „ოლ სტარის“ უძვირფასესი (MVP) მოთამაშე.