სუპერლიგის პირველი სეზონის 16 მონაწილის ვინაობა გარკვეულია
სუპერლიგის პირველი სეზონის 16 მონაწილის ვინაობა გარკვეულია

ცნობილი გახდა იმ 16 გუნდის ჩამონათვალი, რომლებიც ევროპის საფეხურთო სუპერლიგას შექმნიან.

როგორც გერმანულმა გაზეთმა Der Spiegel-მა გაარკვია, პირველი სეზონი 2021 წელს დაიწყება. 16 კლუბი ორ წრედ ითამაშებს, მატჩები კი სამშაბათსა და ოთხშაბათს და უქმეებზე გაიმართება.

სუპერლიგის შექმნაზე დოკუმენტის გაფორმება 2018 წლის ნოემბერს არის დაგეგმილი. ამ დოკუმენტის თანახმად, დამფუძნებელი 11 კლუბი იქნება და მათ 20-წლიანი იმუნიტეტი ექნებათ იმაზე, რომ ამ პერიოდის მანძილზე ლიგას არ დატოვებენ. კიდევ ხუთი გუნდი ყოველწლიურად მიიღებს მიწვევას.

ტურნირის 11 მუდმივი წევრები – რეალი, ბარსელონა, მანჩესტერ უინაიტედი, იუვენტუსი, ჩელსი, არსენალი, პარი სენ-ჟერმენი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, მილანი და ბაიერნი არიან.
პირველ სეზონში მათ ატლეტიკო, დორტმუნდი, მარსელი და ინტერი შეუერთდებიან.