„მარკა“ - ევროპის ტოპ-კლუბები სუპერლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადებენ #1TVSPORT
„მარკა“ - ევროპის ტოპ-კლუბები სუპერლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადებენ #1TVSPORT

ევროპული გრანდების ჯგუფმა მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას საფეხბურთო სუპერლიგის შექნასა და მასში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ იტყობინება ესპანური გაზეთი „მარკა“.

წყაროს ცნობით, ახალი ტურნირის შექმნის შესახებ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გამოცხადდეს. სუპერლიგის ამოქმედების ინიციატორები არიან – მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. პროექტზე მუშაობა სრულიად გასაიდუმლოებულ პირობებში მიმდინარეობდა – კლუბებს არ სურდათ, რომ მათი გეგმების შესახებ უეფა-ში სცოდნოდათ.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, სუპერლიგაში მონაწილეობაზე კონტრაქტს ხელი მოაწერეს „ლივერპულმა“, „არსენალმა“, „ჩელსიმ“ და „ტოტენჰემმა“. ესპანეთიდან ამ ტურნირს წარმოადგენს მინიმუმ სამი კლუბი – „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“.

„პარი სენ-ჟერმენი“, „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ ჯერჯერობით ამ პროექტს არ შეუერთდნენ.

უეფა და ეროვნული ლიგები ეწინააღმდეგებიან სუპერლიგის შექმნას. ორშაბათს, 19 აპრილს გაიმართება უეფა-ს სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ევროტურნირების რეფორმირების გეგმა.