„მგზავრები“ თბილისის მესამე გამარჯვება სუპერლიგაში. ანატოლი ბერიშვილის გუნდი „ტიტებს“ დაუპირისპირდა და 87-78 დაამარცხა. „მგზავრების“ შემადგენლობაში ბრწყინვალე მატჩი გამართა კახაბერ ჯინჭარაძემ, რომელმაც 26 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. „ტიტების“ რიგებში კი 22 ქულით საუკეთესო ილია ლონდარიძე გამოდგა.
ამ წუთებში მიმდინარეობს „კაკტუსისა“ და „თბილისის დინამოს“ დაპირისპირება. მოგივანებით 20:00 საათზე კი „ოლიმპი“ „თსუ ჰიუნდაის“ შეხვდება. მეხუთე ტურში გუშინ უკვე გაიმართა ორი შეხვედრა. „დელტამ“ „ბათუმი“ სტუმრად 69-85 დაამარცხა. „ქუთაისმა“ კი „რუსთავს“ დიდი ანგარიშით 94-87 სძლია.