„სუპერ ტვ“ 30 000 ლარით დაჯარიმდა
„სუპერ ტვ“ 30 000 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ შპს „სუპერ ტვ“-ს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით დააკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიას კომისიაში რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

„გამომდინარე იქიდან, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის დაკისრებული გაფრთხილებიდან ერთი წელი არ გასულა, კომისიამ კომპანიის 30 000 ლარის ოდენობით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო და სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალდებულა“,- აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.