„სუპერ რაგბი აოტეაროა“ დაიწყო - გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ [ვიდეო]
„სუპერ რაგბი აოტეაროა“ დაიწყო - გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ [ვიდეო]

ახალ ზელანდიაში განახლდა „ზე რაგბის“, იმავე „სუპერ რაგბის“ გათამაშება, რომელშიც მხოლოდ ადგილობრივი კლუბები მონაწილეობენ.

პირველ შეხვედრაში „ჰაილდენდერსმა“ „ჩიფსს“ უმასპინძლა და ვაიკატოელები დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთზე გატანილი არეკნით, ანგარიშით 28:27 დაამარცხა. „მთიელებს“ საშინაო კედლებში გამარჯვება მეტოქის მწვრთნელის ვორენ გეთლენდის შვილმა – ბრინ გეთლენდმა მოუტანა.


საინტერესო გამოდგა „ჰარიქეინსის“ და „ბლუსის“ შეხვედრაც. გუნდებმა მაყურებლებს კვლავ სანახაობრივი დაპირისპირება შესთავაზეს და გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩათ – ოქლენდელებმა მეტოქეს ანგარიშით 30:20 მოუგეს.

„ზე რაგბი“-ს გათამაშება ახალ ზელანდიაში 12 ივნისს დაბრუნდა და ეს პირველი პროფესიონალური ტურნირია, სადაც მატჩებს განახლებისთანავე და ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ესწრებიან მაყურებლები. გათამაშების გაგრძელებას იმავე ფორმატით აპირებს ავსტრალიაც, რომელიც საკუთარი კონფერენციის მატჩებს 13-14 ივლისიდან განაახლებს.