Super Bowl-ის ჰედლაინერი ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო
Super Bowl-ის ჰედლაინერი ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო

Super Bowl 2018-ის მთავარი ჰედლაინერი ამერიკელი მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო. 52-ე Super Bowl-ს U.S Bank Stadium-მა უმასპინძლა.

წარმოდგენილი შოუს მთავარი ინტრიგა პრინცის სიმღერის, I Would DIe 4 U-ის ქავერი იყო, რომელიც ტიმბერლეიკმა შეასრულა. მისი სიმღერისა და ცეკვის პარალელურად, პროექტორით თავად პრინცის შესრულებას აჩვენებდნენ. ტიმბერლეიკმა აღნიშნა, რომ ეს მან ლეგენდარული მუსიკოსის ხსოვნას მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი ტიმბერლეიკმა 14 წლის წინაც გახსნა. მაშინ, მომღერლის წარმოდგენა მაყურებლებს ჯანეტ ჯექსონთან მომხდარი ინციდენტით დაამახსოვრდა.

ჯასტინ ტიმბერლეიკის გარდა, Super Bowl-ზე Pink-მაც იმღერა. მან შეხვედრის დაწყებამდე ამერიკის ჰიმნი შეასრულა. აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური შეხვედრა მინეაპოლისში გაიმართა.