სუმისა და დონეცკის ოლქებზე რუსეთის დარტყმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა
რუსეთის მიერ სუმისა და დონეცკის ოლქებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო 20 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა სუმის ოლქის 27 დასახლებულ პუნქტს დაარტყეს.
დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტები, სამრეწველო საწარმოები, ბენზინგასამართი სადგურები, მაღაზიები, საწყობებისა და ადმინისტრაციული დანიშნულების შენობები, კულტურის დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები, ასევე სატრანსპორტო საშუალებები.