სუმის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები სუმის რეგიონიდან აქტიურად გადიან
სუმის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები სუმის რეგიონიდან აქტიურად გადიან

რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად გადიან სუმის რეგიონიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას სუმის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი ავრცელებს.

სუმის ოლქის გუბერნატორის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს დანაკარგები აქვთ კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში.

ამასთან, უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი ფარულად ახდენს რეზერვისტების მობილიზაციას და დამატებით 60 000-მდე ჯარისკაცის შეგროვება სურს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მობილიზაცია ძირითადად მიმდინარეობს კრასნოდარის მხარეში, პერმის მხარეში, დაღესტანში, ინგუშეთსა და ყალმუხეთში.