სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი გიორგი სახოკია წარუდგინა
სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი გიორგი სახოკია წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი გიორგი სახოკია წარუდგინა.

აკადემიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.