სულხან თამაზაშვილმა რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გამართა

11:29, 27.06.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილესთან, რონი მესხთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

სულხან თამაზაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საპოლიციო მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესები და საკითხები განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს გაესაუბრა და სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილესთან, რონი მესხთან და მოადგილეებთან – გაგა კირკიტაძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრები გამართა გურიის რეგიონში.

გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის რეგიონში სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი