სულხან თამაზაშვილმა მიგრაციის დეპარტამენტში ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია.
სულხან თამაზაშვილმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა და დანაყოფში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გაძლიერებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ და განახლებულმა ინფრასტრუქტურამ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა.
სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებს შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.