სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა
სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 40 ახალი ავტომობილით განახლდა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამშრომლების ეფექტიან მუშაობასა და ოპერატიულ რეაგირებას.

„შეხვედრაზე მინისტრს დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალადაშვილმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. სულხან თამაზაშვილი დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ცენტრალური მართვის განყოფილებისა და ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო მოქალაქეთა შეტყობინებების მიღების, დამუშავებისა და შესაბამის ეკიპაჟებზე ოპერატიულად გადამისამართების პროცესის შესახებ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.