სულხან თამაზაშვილმა 112-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა

11:39, 23.05.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა „112“-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ნიკოლოზ ბაჭულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი