სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებში იმყოფებოდა

14:16, 30.07.2026

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია.

სულხან თამაზაშვილთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და გაგა კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

მინისტრი დარიალის ხეობაში, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა და სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ თანამშრომლებს გაესაუბრა. ასევე, ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გუდაურის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და დაცვის პოლიციის განყოფილებები დაათვალიერა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი