სულხან თამაზაშვილი – თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული
დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქ კოლეგასთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
„ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და ერთად ვიმუშაოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებასა და მოქალაქეების დაცვას უკავშირდება. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს თურქ კოლეგას და დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
მჯერა, რომ საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული მჭიდრო კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა.