სულხან თამაზაშვილი საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა
სულხან თამაზაშვილი საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე, სულხან თამაზაშვილთან ერთად, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და წარმატება მიულოცეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ და განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.

პროგრამა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება.

ახალგაზრდებისთვის სიტყვით მიმართვისას სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის პრიორიტეტია, რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება.

„ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პრიორიტეტულია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდები ჩვენი რეგიონისა და ქვეყანის განვითარებას მოახმარენ. აჭარის მთავრობა გააგრძელებს წარმატებული სტუდენტების დახმარებას სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ასევე რეგიონში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც წარჩინებული სტუდენტებისთვის სემესტრულად 1 000-ლარიან სტიპენდიას ითვალისწინებს. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სტიპენდიის გაცემას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.