სულხან თამაზაშვილი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელოვან როლს საგამოძიებო პროცესში და აღნიშნა, რომ ლაბორატორიული კვლევები დანაშაულის დროულ და ეფექტიან გახსნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
„შეხვედრის ფარგლებში სულხან თამაზაშვილი გაეცნო დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებს და დეტალური ინფორმაცია მოისმინა ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის სპეციფიკის შესახებ. მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს მომავალში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.