სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

16:21, 30.06.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მას სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი მასპინძლობს.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.

ცერემონიის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სომხეთის პოლიციის თანამშრომელების ხსოვნას და მათი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

მსგავსი