სულხან სალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დატოვებს
სულხან სალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დატოვებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ახალი თავმჯდომარე და ამავდროულად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე რამდენიმე დღეში საბჭოს დატოვებს, -ამის შესახებ სულხან სალაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა, სადაც საია-ს თავმჯდომარედ წარდგენა მოხდა.

სალაძის განცხადებით, ის წერილით პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს.

„პროცედურების გავლის შემდეგ, როგორც კი სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირდება ახალი თავმჯდომარის სახელი და გვარი, ამის შემდეგ მე დავემშვიდობები სამეურვეო საბჭოს წევრებს, მივმართავ პარლამენტს განცხადებით და დავტოვებ სამეურვეო საბჭოს წევრობას“, – განაცხადა სალაძემ.