სულხან მოლაშვილის ძმის ინფორმაციით, სააკაშვილმა თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ მეორე ტურის შემდეგ მელია თანამდებობიდან გადააყენონ და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი შვილი დანიშნონ
სულხან მოლაშვილის ძმის ინფორმაციით, სააკაშვილმა თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ მეორე ტურის შემდეგ მელია თანამდებობიდან გადააყენონ და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი შვილი დანიშნონ

სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და მის ნაცვლად პოსტზე შვილი, ედუარდ სააკაშვილი დანიშნონ.

ამის შესახებ თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ერთ პატარა ინფორმაციას მოგაწვდით. თურმე რახან საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და კარგად ხვდება, რომ მას საქართველოში მომავალი არ აქვს, თავის თანამოაზრეებს შეუთვალა ბატონმა მიხეილმა, არჩევნების მეორე ტური რომ დამთავრდება, ყრილობა ჩაატარეთ, ნიკა მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო. გეგმებს აწყობს. თვითონ ხომ ააშენა საქართველო და ხომ აგვაყვავა, ამდენი ხალხი ჩახოცა და გაამწარა. მიხეილ სააკაშვილის დროს არ არსებობდა ტენდერი. თუ ვინმე დიდ ტენდერს და ფულს მოიგებდა, როდესაც მორჩებოდა პროექტი, შევიდოდა საფინანსო პოლიცია, შეამოწმებდა და არც ერთი ტენდერის გამარჯვებული არ იღებდა თანხას. ყველა მიდიოდა ციხეში. ამის შემდეგ ყველა წერდა, რომ მე სახელმწიფოსგან თანხა არ მეკუთვნის, თანხას გადაუხდიდა სახელმწიფოს და ამის შემდეგ მოიპოვებდა თავისუფლებას.

ხალხი შეცდომაში ჰყავდათ შეყვანილი. ააშენა, ბევრი რამ გააკეთა – სისხლის, სიკვდილისა და ცრემლების ფასად გააკეთა ყველაფერი. მიხარია, რომ საქართველოში ვართ ამდენი ადამიანი, ვისაც გვაქვს უნარი, დავინახოთ და გავარჩიოთ შავი და თეთრი“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.