სულაქველიძემ საფეხბურთო სკოლების პრობლემა კვლავ წამოწია - გუცაევი მას ურჩევს, მთავრობას მიმართოს #1TVSPORT
სულაქველიძემ საფეხბურთო სკოლების პრობლემა კვლავ წამოწია - გუცაევი მას ურჩევს, მთავრობას მიმართოს #1TVSPORT

„საფეხბურთო ტაიმაუტში“ ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა, თენგიზ სულაქველიძემ საფეხბურთო სკოლების პრობლემებზე ილაპარაკა. 

„ბავშვთა ფეხბურთში ინვესტიცია თუ ჩაიდება, შედეგს მივიღებთ. ჩემი სკოლა მაქვს და ვიცი, ამ სფეროში რა პრობლემებია. თითქმის ყველა ბავშვი ხელოვნურ საფარზე იზრდება. ბუნებრივ მოედანზე გადასვლა კარგია, მაგრამ პრობლემურია. ჩემს აკადემიაში სამი ბუნებრივი საფარი მაქვს, მაგრამ ფაქტობრივად ვერ ვრწყავ. იმხელა გადასახადებია, ჩვენი შემოსავლებით ეს ფაქტობრივად, შეუძლებელია“, – ამბობს თენგიზ სულაქველიძე.

ვლადიმერ გუცაევი, გადაცემის თანაწამყვანი: „ჩემი აზრით, ვისაც საფეხბურთო სკოლები გაქვთ, უნდა შეიკრიბოთ, მოიფიქროთ მოთხოვნები და წერილი გაუგზავნოთ მთავრობას. იქნებ, შეღავათები დაგიწესონ. თუ არ ეცადე, არაფერი გამოვა, დღევანდელი მთავრობა კი ნორმალურად რეაგირებს“.

თენგიზ სულაქველიძე: „ჩვენ ისეთი ტარიფი გვაქვს, როგორც კომერციულ სტრუქტურებს, როგორც „კოკა კოლას“ და მსგავს ორგანიზაციებს. როგორც მეწარმე, ისე ვითვლებით. ფაქტობრივად, შეღავათებსაც არ ვითხოვთ, რადგან ფაქტობრივად, მოედნის მოსარწყავად წყალი მხოლოდ 3-4 თვე გვჭირდება. სხვათა შორის, მორწყვა ხელოვნურსაც სჭირდება“.