სულამანიძის ოქრო და ჩიქოვანის ბრინჯაო 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან მასპინძელი სომბორ ვეგი ორი ვაზარით დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ახალგაზრდა გიორგი ჩოქოვანი.
შეგახსენებთ,რომ ცოტა ხნის წინ ტურნირზე 81კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი შეხვდნენ. ქართულ ფინალში ტატო გრიგალაშვილმა გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ვლადიმერ ახალკაცი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. რამდენიმე წუთში კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს. დღესვე გელა ზაალიშვილი (+100) და საბა ინანეიშვილი (+100) ბრინჯაოს მედლებისთვის იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ალეკო მამიაშვილი (73კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, გიორგი თუშიშვილმა (66კგ) კი ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.