სულამანიძე მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს 100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე გამოვიდნენ. სულამანიძე მეოთხედფინალში კანადელ კილ რეიესს შეხვდა და შებოჭვით დამარცხდა. ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს. მისი მეტოქე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი პორტუგალიელი ფონსეკა იქნება.
შეჯიბრებაზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კი ტურინირი უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.