„სუხიშვილების“ მოცეკვავეებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს
„სუხიშვილების“ მოცეკვავეებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ მოცეკვავეები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდნენ. მათ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა  სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.