სუდანში წყალდიდობა სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სუდანში წყალდიდობა სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სუდანში წყალდიდობა სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას სუდანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

გადაუღებელი წვიმების შედეგად სუდანში 200 000 ადამიანი დაზარალდა. ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის სამხრეთში მდებარე შტატებში შექმნილი.

გაერო-ს ცნობით, წყალდიდობის შედეგად 37 ათასი სახლი დაინგრა ან დაზიანდა. სინოპტიკოსების ცნობით, უხვი ნალექი სუდანში კვლავ მოსალოდნელია. წვიმების სეზონი სუდანში ოქტომბრამდე გრძელდება.