სუდანში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
სუდანში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

სუდანში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

სუდანის ექიმთა კომიტეტის განცხადებით, რომელიც პრეზიდენტის მოწინააღმდეგე ძალებს ემხრობა, დემონსტრაციაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიყენებული ჭრილობებით ერთი ექიმი და ბავშვი გარდაიცვალა. თუმცა, პოლიცია ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის ექვს სხვადასხვა ქალაქში ფასების ზრდის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ქვეყანას 1989 წლიდან სამხედრო გადატრიალების შედეგად სათავეში მოსული ომარ ალ-ბაშირი მართავს.