სუდანში გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 21 სამხედრო დააკავეს
სუდანში გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 21 სამხედრო დააკავეს

სუდანში დღეს მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 21 სამხედრო დააკავეს, რიგი პირების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ცნობებით, სახელისუფლებო ძალებმა უკვე დაიბრუნეს კონტროლი ყველა იმ ადგილზე, რომლებიც გადატრიალების მცდელობისას იყო დაკავებული.

მანამდე, სუდანის ხელისუფლებამ ქვეყნის გარდამავალი მთავრობის დამხობის წარუმატებელი მცდელობის შესახებ განაცხადა, რომელშიც ყოფილი ხელისუფლებისა და გადაყენებული პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის მომხრე სამხედრო ოფიცრები და სამოქალაქო პირები დაადანაშაულა.

დატოვე კომენტარი