სუდანში ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
სუდანში ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

სუდანში ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია.

დასავლეთ დარფურის შტატში სამხედრო თვითმფრინავმა კაფასტროფა აფრენიდან ხუთ წუთში განიცადა. საფრენ აპარატს ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. ეკიპაჟის წევრებს ჰუმანიტარული დახმარება იმ რეგიონში უნდა ჩაეტანათ, სადაც ბოლო რამდენიმე დღეა, ეთნიკური დაპირისპირება მიმდინარეობს.

ავიაკატასტროფის დროს სამხედრო თვითმფრინავში ეკიპაჟის შვიდი წევრი, სამი მოსამართლე და რვა მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან ოთხი ბავშვი იყო. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.