სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის სადავო ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა
სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის სადავო ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. გარდაცვლილებს შორის ათობით პირია, რომლებიც დაკრძალვაზე მიდიოდნენ.
შემთხვევა აბიეის რეგიონში, ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. „ბიბისი“ წერს, რომ თავდასხმა სუდანის არმიამ განახორციელა. ამასთან, წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ აბიეიზე თავდასხმა სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც მიიღეს ცნობა, რომ ბაზარი პარამილიტარულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებისთვის საწვავის მიწოდების ადგილს წარმოადგენდა.
„როიტერი“ წერს, რომ აბიეი ნავთობით მდიდარი ტერიტორიაა, რომელსაც ერთობლივად ადმინისტრირებას უწევენ სამხრეთ სუდანი და სუდანი და ორივე მათგანს პრეტენზია აქვთ ტერიტორიის კუთვნილებაზე.
ცნობისთვის, სუდანში 2023 წლის აპრილიდან სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და პარამილიტარულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.
სამხრეთ სუდანი სუდანს 2011 წელს გამოეყო. მის დამოუკიდებლობას 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს.