სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის სადავო ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 73 ადამიანი ემსხვერპლა
სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის სადავო ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 73 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 19 პირი.
მედიის ცნობით, შემთხვევა აბიეის რეგიონში, ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. სუდანის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა, სავარაუდოდ, ადგილობრივმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა განახორციელეს.
„როიტერი“ წერს, რომ აბიეი ნავთობით მდიდარი ტერიტორიაა, რომელსაც ერთობლივად ადმინისტრირებას უწევენ სამხრეთ სუდანი და სუდანი და ორივე მათგანს პრეტენზია აქვთ ტერიტორიის კუთვნილებაზე.
მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ცნობისთვის, სუდანში 2023 წლის აპრილიდან სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და პარამილიტარულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.
სამხრეთ სუდანი სუდანს 2011 წელს გამოეყო. მის დამოუკიდებლობას 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს.